დღეს არის ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ შესრულებული დავალება. შემდეგ გავეცანით ncp.ge-ზე (ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი) სხვადასხვა მიმართულებებს, შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი სტანდარტი და განვაგრძე პროექტის გეგმის შევსება. დავსახე პროექტის მიზნები სტანდარტის შესაბამისად.
პრეზენტაციის სახით გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სავარჯიშოებზე. შემდეგ შევუსაბამე კითხვები ჩემს სასწავლო პროექტს.
1. ზოგადი კითხვა - რა არის ზრუნვა?
2. თემატური კითხვა - როგორია მშობლიური ქალაქი?
3. შინაარსობრივი კითხვა - როგორ ზრუნავს საზოგადოება ცხოველებზე?
როგორი დaმოკიდებულება აქვთ ადამიანებს ცხოველების მიმართ?
No comments:
Post a Comment