Sunday, May 26, 2019

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით ფასილიტაციას ინსტრუმენტებს,  ჩამოვტვირთეთ დოკუმენტაციები. გავაკეთეთ ფასილიტაცია  ერთ-ერთი ნიმუშის მიხედვით. გავაგრძელეთ და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში. ვისწავლეთ ბლოგზე სასარგებლო ბმულების ატვირთვა. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის უკანა ხედის გალამაზება.

Sunday, May 19, 2019

მეექვსე დღის რეფლესია

ტრენინგის მეექვსე დღეს Power point-ში  შევქმენით პროექტის  პრეზენტაცია პროექტის გეგმის მიხედვით და  შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ამის შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე მასალების ატვირთვა, დრაივიდან ბლოგზე ლინკის, ასევე კომპიუტერიდან ფაილების, სურათების  ატვირთვა და გამოქვეყნება.

Saturday, May 18, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ჩატარდა ტრენინგის მეხუთე დღე.  გავეცანით ინფორმაციას  საავტორო უფლებების შესახებ. გავაკეთეთ შესაბამისი მარტივი ტესტი, ჩამოვტვირთეთ გამოყენებული რესურსების მარტივი ფორმა და შევავსეთ გამოყენებული რესურესების ლინკებითა და ვებ-გვერდებით. გავეცანით საიტს gca.ge ჩამოვტვირტეთ ,,კანონი საავტორო უფლებების შესახებ". გავაკეთეთ პროექტის შესაბამისი სლაიდი და შევავსეთ პროექტის გეგმაში წინარე ცოდნის ველი.

Sunday, May 12, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

       დღეს არის ტრენინგის მეოთხე დღე. გავეცანით და განვიხილეთ პროექტის  შეფასების ხუთი სტრატეგია. შევავსეთ პროექტის მსვლელობის სამივე ეტაპზე  გამოყენებული შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები, შემდეგ კი დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

Saturday, May 11, 2019

მესამე დღის რეფლექსია

          დღეს არის ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ შესრულებული დავალება. შემდეგ გავეცანით ncp.ge-ზე (ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი) სხვადასხვა მიმართულებებს, შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი სტანდარტი და განვაგრძე პროექტის გეგმის შევსება. დავსახე პროექტის მიზნები სტანდარტის შესაბამისად.
          პრეზენტაციის სახით გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სავარჯიშოებზე. შემდეგ  შევუსაბამე კითხვები ჩემს სასწავლო პროექტს. 

 1. ზოგადი კითხვა - რა არის ზრუნვა?

 2. თემატური  კითხვა - როგორია მშობლიური ქალაქი?

 3. შინაარსობრივი კითხვა - როგორ ზრუნავს საზოგადოება ცხოველებზე?
                                                       როგორი დaმოკიდებულება აქვთ ადამიანებს ცხოველების                                                                    მიმართ?

Sunday, May 5, 2019

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე საინტერესოდ წარიმართა, გავეცანით სანიმუშო პროექტის ბუკლეტს, ჩამოვტვირთეთ ბუკლეტის შობლონის რამდენიმე ნიმუში, შემდეგ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტზე შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, ასევე დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის  შევსება.








https://drive.google.com/file/d/1ZHo32_hoLURqRtP_t9Dyzf_23PCgy41N/view?usp=sharing

Saturday, May 4, 2019

პირველი დღის რეფლექსია

           დღეს არის ტრენინგის პირველის დღე. როგორც ჩანს, წინ საინტერესო დღეები გველოდება და ბევრ სიახლეს გვპირდება ეს ტრენინგი.   პირველ რიგში გავეცანით ზოგად ინფორმაციას კურსის შესახებ,  ვნახეთ და დავათვალიერეთ  tpdc.ge/essentials/ . ჩამოვტვირთეთ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტის გეგმა და რესურსი, რომელიც შევინახეთ ახლადშექმნილ საქაღალდეში.  შემდეგ შევქმენით ტრენერის რეკომენდაციით ახალი ბლოგი და ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ მას.