დღეს არის ტრენინგის მეცხრე დღე, დავასრულეთ ტრენინგი, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ტრენინგზე ვისწავლე თუ როგორ დავგეგმო, წარვმართო და განვახორციელო პროექტი. ვისწავლე ბლოგზე მუშაობა, გავიწაფე დრაივზე მასალების ატვირთვაში.
ცხრა დღის მანძილზე ტრენინგზე ნასწავლს გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რაც კიდევ უფო მრავალფეროვანს გახდის ჩემს საქმნიანობას. ტრენინგმა ამიმაღლა მოტივაცია და კიდევ უფრო დამანახა პროექტების კეთების აუცილებლობა.
Saturday, June 1, 2019
Sunday, May 26, 2019
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით ფასილიტაციას ინსტრუმენტებს, ჩამოვტვირთეთ დოკუმენტაციები. გავაკეთეთ ფასილიტაცია ერთ-ერთი ნიმუშის მიხედვით. გავაგრძელეთ და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში. ვისწავლეთ ბლოგზე სასარგებლო ბმულების ატვირთვა. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის უკანა ხედის გალამაზება.
Sunday, May 19, 2019
მეექვსე დღის რეფლესია
ტრენინგის მეექვსე დღეს Power point-ში შევქმენით პროექტის პრეზენტაცია პროექტის გეგმის მიხედვით და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ამის შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე მასალების ატვირთვა, დრაივიდან ბლოგზე ლინკის, ასევე კომპიუტერიდან ფაილების, სურათების ატვირთვა და გამოქვეყნება.
Saturday, May 18, 2019
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ჩატარდა ტრენინგის მეხუთე დღე. გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ. გავაკეთეთ შესაბამისი მარტივი ტესტი, ჩამოვტვირთეთ გამოყენებული რესურსების მარტივი ფორმა და შევავსეთ გამოყენებული რესურესების ლინკებითა და ვებ-გვერდებით. გავეცანით საიტს gca.ge ჩამოვტვირტეთ ,,კანონი საავტორო უფლებების შესახებ". გავაკეთეთ პროექტის შესაბამისი სლაიდი და შევავსეთ პროექტის გეგმაში წინარე ცოდნის ველი.
Sunday, May 12, 2019
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს არის ტრენინგის მეოთხე დღე. გავეცანით და განვიხილეთ პროექტის შეფასების ხუთი სტრატეგია. შევავსეთ პროექტის მსვლელობის სამივე ეტაპზე გამოყენებული შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები, შემდეგ კი დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
Saturday, May 11, 2019
მესამე დღის რეფლექსია
დღეს არის ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ შესრულებული დავალება. შემდეგ გავეცანით ncp.ge-ზე (ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი) სხვადასხვა მიმართულებებს, შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი სტანდარტი და განვაგრძე პროექტის გეგმის შევსება. დავსახე პროექტის მიზნები სტანდარტის შესაბამისად.
პრეზენტაციის სახით გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სავარჯიშოებზე. შემდეგ შევუსაბამე კითხვები ჩემს სასწავლო პროექტს.
1. ზოგადი კითხვა - რა არის ზრუნვა?
2. თემატური კითხვა - როგორია მშობლიური ქალაქი?
3. შინაარსობრივი კითხვა - როგორ ზრუნავს საზოგადოება ცხოველებზე?
როგორი დaმოკიდებულება აქვთ ადამიანებს ცხოველების მიმართ?
პრეზენტაციის სახით გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სავარჯიშოებზე. შემდეგ შევუსაბამე კითხვები ჩემს სასწავლო პროექტს.
1. ზოგადი კითხვა - რა არის ზრუნვა?
2. თემატური კითხვა - როგორია მშობლიური ქალაქი?
3. შინაარსობრივი კითხვა - როგორ ზრუნავს საზოგადოება ცხოველებზე?
როგორი დaმოკიდებულება აქვთ ადამიანებს ცხოველების მიმართ?
Sunday, May 5, 2019
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე საინტერესოდ წარიმართა, გავეცანით სანიმუშო პროექტის ბუკლეტს, ჩამოვტვირთეთ ბუკლეტის შობლონის რამდენიმე ნიმუში, შემდეგ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტზე შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, ასევე დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.
https://drive.google.com/file/d/1ZHo32_hoLURqRtP_t9Dyzf_23PCgy41N/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1ZHo32_hoLURqRtP_t9Dyzf_23PCgy41N/view?usp=sharing
Saturday, May 4, 2019
პირველი დღის რეფლექსია
დღეს არის ტრენინგის პირველის დღე. როგორც ჩანს, წინ საინტერესო დღეები გველოდება და ბევრ სიახლეს გვპირდება ეს ტრენინგი. პირველ რიგში გავეცანით ზოგად ინფორმაციას კურსის შესახებ, ვნახეთ და დავათვალიერეთ tpdc.ge/essentials/ . ჩამოვტვირთეთ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტის გეგმა და რესურსი, რომელიც შევინახეთ ახლადშექმნილ საქაღალდეში. შემდეგ შევქმენით ტრენერის რეკომენდაციით ახალი ბლოგი და ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ მას.
Subscribe to:
Posts (Atom)